ნეიმარის ტრანსფერი საფრთხეშია: ლა ლიგა წინააღმდეგია

AutoSharing Option
ლა ლიგის პრეზიდენტის, ხავიერ ტებასის მიერ გაკეთებული განხცხადებიდან ირკვევა, რომ ნეიმარის სატრანსფერო საგა სულაც არ დასრულებულა.

დღეს "ბარსელონამ" დაადასტურა, რომ ნეიმარმა კლუბის დატოვების სურვილი დააფიქსირა. ახლა ისღაა დარჩენილი, "პარი სენ-ჟერმენმა", ან თავად ნეიმარმა, გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს. ამ თანხის პირველი მიმღები კი არა "ბარსელონა", არამედ ლა ლიგაა, რომელიც, როგორც ირკვევა, ფულის მიღებაზე უარს აცხადებს.

გთავაზობთ ლა ლიგის პრეზიდენტის, ხავიერ ტებასის განცხადებას:

"საჩივარი მზადაა და მას როგორც UEFA-ში, ასევე შვეიცარიის სასამართლოში შევიტანთ. ეს ორგანიზაციები ძალაუფლებას ფლობენ.

ჩვენ ვაკრიტიკებთ ქვეყნების ხელისუფლებებს, რომლებიც კლუბებს
სახელმწიფოს ბიუჯეტიდან აფინანსებენ.

რაც შეეხება "პარი სენ-ჟერმენს", ეს "ფინანსური დოპინგის" ნათელი მაგალითია. ეს კლუბი სახელმწიფოს მხარდაჭერით სარგებლობს. თუ UEFA-ს ამაზე რეაგირება არ ექნება, ჩვენ დაუყოვნებლივ სასამართლოს მივმართავთ. იმედი მაქვს, UEFA ფინანსური ფეარ ფლეის დასაცავად საჭირო ზომებს მიიღებს.

მიიღებს თუ არა ლა ლიგა პსჟ-სგან ფულს? არა. ჩვენ არ მივიღებთ ფულს იმ კლუბისგან, რომელიც ჩვენ ლიგაში არ შედის და რომელსაც ჩვენი ორგანიზაციის წესების დაცვა არ სურს."

გავრცელებული ინფორმაციით, "პარი სენ-ჟერმენი" აპირებს ნეიმარის გამოსასყიდი თანხა არა საკთარი ბიუჯეტიდან, არამედ ყატარის ფონდიდან გადაიხადოს. ასეთ შემთხვევაში, პარიზული კლუბი ფინანსური ფეარ ფლეის წესებით შეზღუდული აღარ იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული