ჟოზე მოურინიო: 220 მილიონი ნეიმარისთვის ძვირი არაა

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ნეიმარის "ბარსელონადან" "პარი სენ-ჟერმენში" გადასვლაზე საუბრობს. პორტუგალიელი სპეციალისტის თქმით, ბრაზილიელ ვარსკვლავში 220 მილიონი ევრო ძვირი სულაც არაა.

"როდესაც პოგბაში 105 მილიონი ევრო გადავიხადეთ, ვთქვი, რომ ის ძვირი არ ყოფილა. ფეხბურთელი ძვირი იმ შემთხვევაში არის, თუ მასში ბევრს გადაიხდი, მაგრამ ის საჭირო დონეს ვერ მიაღწევს.

არა მგონია, ნეიმარში 220 მილიონი ძვირი იყოს. უბრალოდ, ახლა 100-მილიონიანი ფეხბურთელები მომრავლდებიან. თავად ტრანსფერში პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ ვხედავ ამ ტრანსფერის შედეგებში", - ციტირებს მოურინიოს სიტყვებს ESPN.

- "ბარსელონა" ადასტურებს:
ნეიმარს წასვლა უნდა


- 502 000 000 ევრო 5 წელიწადში - შეიხთა ახირების დრო

- L'Equipe: ნეიმარმა პსჟ-ში სამედიცინო შემოწმება გაიარა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული