"მილანს" ჩირო იმობილეც უნდა? "ლაციომ" პასუხი პარასკევს უნდა თქვას

AutoSharing Option
იტალიური სააგენტოების ცნობით, "მილანი" ჩირო იმობილეს ყიდვას აპირებს. "სპორტმედიასეტი" წერს, რომ "როსონერიმ" პარასკევამდე მისცა დრო "ლაციოს", რათა შეთავაზება განიხილოს და პასუხი თქვას.

ვიცით, რომ ვინჩენცო მონტელას თვალი აქვს დადგმული პიერ-ემერიკ ობამეიანგსა და დიეგო კოშტაზეც, მაგრამ ამ მომენტისთვის უფრო რეალურ ვარიანტად სწორედ 27 წლის იმობილე განიხილება, რადგან მისი ტრანსფერი შედარებით იაფი დაჯდება.

ზოგიერთი წყარო ამტკიცებს, "მილანმა" ადრეც შესთავაზა გარიგება "ლაციოს" პრეზიდენტ კლაუდიო ლოტიტოს, მაგრამ ამ უკანასკნელმა თავი შორს დაიჭირა. თუმცა ეს ნაცადი მეთოდია ვაჭრობაში - ამით ლოტიტო ცდილობს, იმობილეს ფასი კიდევ
უფრო გაზარდოს. ეს არის და ეს.

მაგრამ ამას "მილანიც" ხვდება და ამიტომაც დაუთქვა პარასკევისთვის "დედლაინი". თუ რამდენი შეიძლება დაუჯდეთ "როსონერის" ჩინელ მფლობელებს იმობილეს ყიდვა, ამაზე ჯერ მხოლოდ ვარაუდი შეიძლება - ლაპარაკია დაახლოებით 40 მილიონ ევროზე, მიუხედავად იმისა, რომ რომაელებმა "სევილიას" იტალიის ნაკრების ფორვარდის ტრანსფერის გამოსყიდვაში სულ რაღაც 8.75 მილიონი ევრო (აქედან 700 000 აგენტის წილი იყო) გადაუხადეს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული