"ბარსელონამ" ინიგო მარტინესზე უარი თქვა

AutoSharing Option
"ბარსელონამ" "რეალ სოსიედადის" ცენტრალური მცველის, ინიგო მარტინესის შეძენა გადაიფიქრა, იმის მიუხედავად, რომ მისი ტრანსფერი კატალონიელთა მთავარი მწვრთნელის მოთხოვნა იყო.

დაახლოებით ერთი კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერნესტო ვალვერდემ ინიგო მარტინესის გუნდში ხილვის სურვილი გამოთქვა. ესპანელი სპეციალისტი სამუელ უმტიტით ბოლომდე კმაყოფილი არაა და ის ჟერარდ პიკეს მეწყვილედ სწორედ "სოსიედადის" 26 წლის უკანახაზელს ხედავს.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ბარსელონა" მზად იყო, მარტინესში 32 მილიონი ევრო გადაეხადა და ამას ოთხშაბათს, ანუ დღეს გააკეთებდა.

ბოლო დღეებში კი ვრცელდებოდა ცნობები, რომ კატალონიელებმა სანსებასტიანელებთან, ტრანსფერის თანხის
შემცირებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებები დაიწყეს. თუ Sport-ს დავუჯერებთ, მხარეები ვერ შეთანხმდნენ და მწვრთნელის მოთხოვნის მიუხედავად, "ბარსამ" ტრანსფერზე უარი თქვა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული