ამას გარდა, გასამრჯელოც მოუმატეს. სახელდობრ, თუ აქამდე წელიწადში მისი ანაზღაურება 4.35 მილიონ ევროს შეადგენდა, ამიერიდან 8 მილიონამდის მიიღებს. თან, პრემიალურებიც გაუორმაგდება.
შეგახსენებთ, ზიზუმ სამეფო კლუბი შარშან ჩაიბარა, ორჯერ მოაგებინა ჩემპიონთა ლიგა და უეფას სუპერთასი, თითოჯერ ლა ლიგა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, წელს კი ევროპის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს.