მადრიდის "რეალი" რონალდოს გაძევებას გააპროტესტებს

AutoSharing Option
ესპანეთის სუპერთასზე "ბარსელონასთან" 3:1-ზე მოგებულ მატჩში კრიშტიანო რონალდო შეცვლაზე 58-ე წუთზე შევიდა, ჯერ გოლი გაიტანა, რომელიც ლეო მესის სტილში აღნიშნა, შემდეგ კი ორი ყვითელი ბარათი მიიღო, პირველი მაისურის გახდისათვის, მეორე კი სიმულაციისთვის და მსაჯმა გააძევა.

მოედნის დატოვებამდე მან რეფერის უკნიდან ხელი კრა და არაა გამორიცხული, სერიოზულად დასაჯონ. ყოველ შემთხვევაში, 17 აგვისტოს სუპერთასზე განმეორებითი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს.

"სამეფო გუნდის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ შესაძლოა, მეორე გაფრთხილებისას პენალტი არ იყო, მაგრამ არბიტრმა მეტისმეტად მკაცრი გადაწყვეტილება მიიღო, ამას გააპროტესტებენ და ყველაფერს იღონებენ,
რათა რონალდომ განმეორებით შეხვედრაში ითამაშოს.

მსაჯმა პროტოკოლში დააფიქსირა, რომ კრიშტიანომ ოდნავ წაკრა ხელი. ამისათვის 4-დან 12 მატჩამდე დისკვალიფიკაცია შეუძლიათ მისცენ. თუ 4-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასჯიან, ეს სასჯელი გავრცელდება მხოლოდ სუპერთასზე, ხოლო თუ 5-მატჩიანი და უფრო დიდი დისკვალიფიკაცია ექნება, მაშინ ეს ლა ლიგაზეც გავრცელდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული