გასულ სეზონში განათხოვრებულ 22 წლის ნახევარმცველს სერხი სამპერს არ უწევდა "გრანადაში" სისტემატურად თამაში, "ბარსელონაში" დაბრუნების შემდეგ იმედი მიეცა, რომ ახალ მწვრთნელს ერნესტო ვალვერდეს თავს მოაწონებდა, მაგრამ ვერ მოახერხა.
"დიარიო სპორტის" ცნობით, მას გაასხვისებენ. ამის შესახებ "ბარსას" ხელმძღვანელობამ სერხის უკვე აუწყა.
მისი სამსახურით "ჟირონა", "სენტ ეტიენი" და "ლას პალმასი" არიან დაინტერესებულნი. როგორც იუწყებიან, თავად სამპერსაც ურჩევნია გუნდის გამოცვლა.