მოულოდნელი ინფორმაცია: ბოატენგმა "ლას პალმასი" დატოვა

AutoSharing Option
დღეს დილით ესპანურმა "ლას პალმასმა" მოულოდნელი ინფორმაცია გაავრცელა - კევინ-პრინც ბოატენგმა, რომელმაც კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტი ცოტა ხნის წინ გააფორმა, კანარისკუნძულელებთან ხელშეკრულება გაწყვიტა.

ჯერჯერობით ცნობილი მხოლოდ ისაა, რომ 30 წლის ფეხბურთელმა "ლას პალმასი" პირადი მიზეზების გამო დატოვა. დღეს საღამოს ის პრესკონფერენციას გამართავს, რომლის დროსაც ამ გადაწყვეტილების ზუსტ მიზეზზე ისაუბრებს და გულშემატკივრებს დაემშვიდობება.

კევინ-პრინს ბოატენგი, რომელსაც "ჰერტაში", "ტოტენჰემში", დორტმუნდის "ბორუსიაში", "მილანსა" და "შალკეში" უთამაშია, "ლას პალმასს" 2016 წელს შეუერთდა. გასულ სეზონში მან 29 თამაში ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული