მამარდაშვილის "ვალენსიამ" ისევ მოიგო და გალიდერდა... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მეორე ტურში „ვალენსიამ“ საკუთარ მოედანზე „ლას პალმასი“ 1:0 დაამარცხა.

მასპინძლები ბევრს უტევდნენ, მომენტებს იშვიათად ქმნიდნენ, 72-ე წუთზე ბურთი ხელზე საკუთარ საჯარიმოში სტუმართა გუნდის ნახევარმცველ მუნოსს მოხვდა და პეპელუმ პენალტით დალაშქრა ვალესის კარი.

"ღამურების" მეკარე გიორგი მამარდაშვილს ბევრი სამუშაო არ ჰქონია და კარი მშრალად შეინახა.

„ვალენსიამ“ „სევილიას“ შემდეგ „ლას პალმასსაც“ სძლია და ამ მომენტისთვის 6 ქულით ჩემპიონატის ლიდერია.

27 აგვისტოს „ვალენსია“ „ოსასუნას“ უმასპინძლებს.

ვალენსია. „მესტალია“. 41 053 მაყურებელი
ვალენსია - ლას პალმასი 1:0
გოლი: პეპელუ (74, პენ)

მკითხველის კომენტარები / 6 /
გუნდის თამაშში,პროგრესი არ იგრძნობა და იქნებ ამ ორმა გამარჯვებამ,მეტი თავდაჯერება შესძინოთ.თვითონ გიორგიმ კიდევ ერთხელ გვიჩვენა,რომ კარის ხაზზე საიმედოა,ფეხით თამაშში კი,შეცდომები აქვს.ერთხელ თამაშში მიუგორეს ბურთი და ცენტრისაკენ დარტყმული,პირდაპირ მეტოქეს მიუვიდა,რომელმაც ერთი პასით,საჯარიმოში მდგარ თავისუფალ თანაგუნდელს უპასა,მან კი,ერთი შეხებით გაუშვა კარისაკენ და საბედნიეროდ ააცდინა.სხვა შემთხვევებში,მის მიერ თამაშში შემოტანილი ბურთი,თითქმის ყოველთვის მეტოქეს რჩებოდა,ან აუტში გადადიოდა.პროგრესის მისაღწევად,სამუშაო აქვს და არ მუშაობს თუ მუშაობს და მეტი არ შეუძლია?ამ კომპონენტის გაუმჯობესებას,მისი უკეთესი კარიერისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და არ მინდა დავიჯერო,რომ მეტი არ შეუძლია.იქნებ სხვა მწვრთნელმა,სხვა მეთოდებით დასძლიოს მისი პრობლემები?
სოსო
15:30 19-08-2023
1
მიაწექი გიორგი,ასახელე სამშობლო!
ზურიკო
12:36 19-08-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული