"ბარსას" გენერალური დირექტორი: დემბელესა და კოუტინიოს გაფორმებასთან ახლოს ვართ

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" გენერალური დირექტორი პეპ სეგურა ფილიპე კოუტინიოსა და უსმან დემბელეს ტრანსფერებზე მოლაპარაკებების არსებობას ადასტურებს.

"ვიცით, რომ გაძლიერება გვჭირდება და უახლოეს დღეებში სწორედ ამ საკითხით ვიქნებით დაკავებულები. გუნდს დავეხმარებით.

კოუტინიოსთან და დემბელესთან ახლოს ვართ. პირობებს ვათანხმებთ, მაგრამ სანამ ყველაფერი არ დასრულდება, მეტს ვერაფერს გეტყვით. იმედი მაქვს, ეს ფეხბურთელები "ბარსელონას" ფორმით ითამაშებენ", - განაცხადა სეგურამ კატალონიურ TV3-თან საუბრისას.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული