ჟორდი მესტრე ჟოზეპ ბარტომეუს შესაძლო გადადგომაზე ინფორმაციას არ ფლობს

AutoSharing Option
მძიმე ვითარებაშია ჩავარდნილი "ბარსელონა", ორივე მატჩი წააგო ესპანეთის სუპერთასზე "რეალთან", მაგრამ წაგებაცაა და წაგებაც - ბლანკოსმა შანსი არ დაუტოვა, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ თავდამსხმელი ნეიმარი პსჟ-ში გადავიდა, გუნდს ამ სეზონში კარგი პერსპექტივა არ უჩანს.

ბუნებრივია, სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა ნახევარმცველ პაულინიოს 40 მილიონ ევროდ შეძენამ. ფანები თვლიან, რომ ეს ფეხბურთელი მათი გუნდის კლასის არაა და ეს ფული წყალში გადაყრილია. ისიც ითქვა, აღნიშნულ ტრანსფერში კლუბის პრეზიდენტს ჟოზეპ ბარტომეუს პირადი ინტერესი აქვსო.

მოკლედ, ქომაგები ბარტომეუს აკრიტიკებენ და ეს კრიტიკა და ზეწოლა ალბათ,
თანდათან უფრო გაძლიერდება. მითუმეტეს, ჟერარდ პიკემ და ლუის სუარესმა ტრავმები მიიღეს და ლა ლიგას სტარტზე თამაშს ვერ შეძლებენ.

"ბარსას" ვიცე-პრეზიდენტმა ჟორდი მესტრემ განაცხადა, რომ ფანებს თავიანთი აზრის გამოთქმის სრული უფლება აქვთ, ბარტომეუს შესაძლო გადადგომის თაობაზე ინფორმაციას არ ფლობს, "ბარსას" უკეთესი დროებაც ახსოვს და ყველას მოთმინებისკენ მოუწოდა. უეჭველია, მალე თავის სიტყვას ბლაუგრანას ვიცე-პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა იტყვის და სავარაუდოდ შექმნილი სიტუაციის თავის სასარგებლოდ გამოყენებას შეეცდება - ის ხომ დიდი ხანია ოცნებობს დაკარგული პოსტის დაბრუნებაზე.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული