ხავი გარსია: ესპანეთში გულშემატკივრები ვარჯიშზე უფრო ხმაურობენ, ვიდრე რუსეთში 50-ათასიან სტადიონზე

AutoSharing Option
"ბეტისის" ახალწვეულმა ხავი გარსიამ, რომელიც აქამდე "ზენიტში" თამაშობდა, ესპანელი და რუსი გულშემატკივრები ერთმანეთს შეადარა.

"დღეს ახალ გუნდში პირველი ვარჯიში ჩავატარე და ასეთ რამეს არ ველოდი. იქ, საიდანაც მე მოვედი, განსხვავებული, ძალიან ცივი ხალხი ცხოვრობს. არ ვიცი, რამდენი გულშემატკივარი ესწრებოდა ვარჯიშს, მაგრამ ისინი უფრო ხმაურობდნენ, ვიდრე სანკტ-პეტერბურგის სტადიონზე 50 ათასი ქომაგი.

ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც აქ გადმოვედი. ესპანეთში თამაში მინდოდა და "ბეტისზე" უკეთეს გუნდს ვერ შევარჩევდი", - ციტირებს 30 წლის საყრდენი ნახევარმცველის სიტყვებს სევილიელთა ოფიციალური ვებგვერდი.

ხავი გარსია "რეალის" სკოლის
აღზრდილია. მადრიდული გუნდისა და "ზენიტის" გარდა, მას "ოსასუნაში", "ბენფიკასა" და "მანჩესტერ სიტისა" უთამაშია.
მკითხველის კომენტარები / 2 /
დიდება რუსეთს!. ვაი შე პატრონს უბედურს.
მანდელას
19 აგვისტო 2017 10:37
0
ასეთი სისულელე არცერთ ფეხბურთელს უთქვამს რუსეთში არ იციან ბალერშიკობა და ესპანეთში ინგრევა სტადიონები ფანების გამო იუთუბში მაინც არ იყოს რუსული ძლიერი კლუბების ულტრასობაზე დადებული ვიდეოები პირიქით ესპანეთში არ იციან სწორედ ქომაგობა რაღა სხვაზე გავაგრძელო რეალის თამაშებს 80, 00 ადამიანი ესწრება და ისეთი სიჩუმეა სათამაშო დროის აბსოლიტურ უმრავლესობაში ბევრ სტადიონებზე ვერ მოიძიებ ეგეთ სიჩუმეს რა სისულელებს დააბრეხვებენ ზენიტის ფანობა ერთერთი უძლიერესი ფანობაა ევროპაში უბრალოდ სიმართლეს სად მიუხვალ თორე ბევრი რაიმის გამოგონება შეიძლება
Mandela
18 აგვისტო 2017 13:03
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული