"ჟირონამ" რიცხობრივ უმცირესობაში მყოფი მადრიდის "ატლეტიკოს" დამარცხება ვერ მოახერხა

AutoSharing Option
პრიმერას პირველ ტურში დებიუტანტ "ჟირონას" სულ ცოტა დააკლდა მადრიდის "ატლეტიკოს" დამარცხებამდე. ამ მატჩმა კატალონიის 100-ათასიან ქალაქში უდიდესი ინტერესი გამოიწვია, "ესტატი მონტილივოს" 9 282-იან არენაზე ოფიციალური ცნობით შეხვედრას 11 511 მაყურებელი დაესწრო და კინაღამ სენსაცია დაფიქსირდა.

პირველი ტაიმის სამწუთიან მონაკვეთში ახლახანს "მიდლსბროდან" გადაყვანილმა მასპინძელთა 30 წლის ურუგვაელმა ფორვარდმა კრისტიან სტუანიმ დუბლი შეასრულა და როდესაც 67-ე წუთზე მსაჯმა ხუან მარტინესმა სტუმართა თავდამსხმელს ანტუან გრიზმანს სიმულაციისთვის ყვითელი ბარათი უჩვენა, შემდეგ კი მისი შეურაცხყოფისთვის მოედნიდანაც გააძევა (სხვათა შორის, ლა ლიგაზე ეს გრიზმანის 253-ე მატჩი
იყო და აქამდე არასოდეს არ გაუძევებიათ), როხიბლანკოს საქმე ყველას მოთავებული ეგონა.

თუმცა, შეცვლაზე შესულმა ანხელ კორეამ 78-ე წუთზე ჯერ ანგარიში შეამცირა, ხოლო 85-ეზე კოკეს პასით ხოსე ხიმენესმა თავის გუნდს ქულა გადაურჩინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული