"ბარსელონა" და ნეიმარი ერთმანეთს სასამართლოში უჩივიან

AutoSharing Option
"ბარსელონასა" და ნეიმარის ისტორია სასამართლო დავის გარეშე არ დასრულდება. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც კატალონიურმა კლუბმა ბრაზილიელს 8.5 მილიონის გადახდა მოსთხოვა, ფეხბურთელმა კი უარი განაცხადა და მოთხოვნები თავად წამოაყენა.

გუშინ "ბარსელონამ" გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომლითაც კატალონიელები ნეიმარისგან 8.5 მილიონი ევროს დაბრუნებას ითხოვენ. ეს ის თანხაა, რომელიც ბრაზილიელმა "ბარსასთან" ბოლო კონტრაქტის გაფორმების დროს მიიღო. კატალონიელებს მიაჩნიათ, რომ ვინაიდან ხელშეკრულების პირობები ბოლომდე არ შესრულდა, თანხა კლუბს თავად ნეიმარმა ან მისმა ამჟამინდელმა კლუბმა, "პარი სენ-ჟერმენმა" უნდა გადაუხადოს.

"ბარსას" განცხადების ადრესატებმა საპასუხო კომენტარები
გუშინვე გაავრცელეს. პსჟ-მა განაცხადა, რომ პარიზული კლუბიც და ნეიმარიც ყოველთვის კანონისა და წესების ფარგლებში მოქმედებდნენ. თავად ბრაზილიელმა კი, არათუ 8.5 მილიონის გადახდაზე თქვა უარი, არამედ განაცხადა, რომ "ბარსელონას" წინააღმდეგ სასამართლოში საჩივარს თავად შეიტანს და 26 მილიონ ევროს მოითხოვს.

როგორც ჩანს, ნეიმარის "ბარსელონადან" "პარი სენ-ჟერმენში" ტრანსფერი აქტუალური თემა კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული