"ბარსელონამ" სერხი სამპერი "ლას პალმასში" გააიჯარა

AutoSharing Option
22 წლის ნახევარმცველი სერხი სამპერი ბარსელონელია, ასულგრანას აკადემიის აღზრდილია, მაგრამ გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა, რადგან ადგილობრივია, გასაყიდად არ ემეტებათ და სათამაშო პრაქტიკის მისაღებლად და კვალიფიკაციის ასამაღლებლად ისევ გაანათხოვრებენ.

ამჯერად ის ერთი სეზონი "ლას პალმასში" იასპარეზებს, სადაც დღეს ჩავა. გასულ სეზონში სერხი "გრანადაში" იყო გაიჯარებული, პრიმერას 22 მატჩში მიიღო მონაწილეობა, თუმცა თავი დიდად არ გამოუჩენია, მხოლოდ 1 საგოლე გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული