"ჟირონა" "მანჩესტერ სიტიმ" იყიდა

AutoSharing Option
87 წლის არსებობის განმავლობაში კატალონიის "ჟირონა" პირველად გადავიდა პრიმერაში და შესანიშნავი პერსპექტივაც აქვს. საქმე იმაში გახლავთ, რომ კლუბის აქციების 44.3% "მანჩესტერ სიტიმ" შეიძინა, ამდენივე "ქალაქელთა" მენეჯერის პეპ გვარდიოლას ძმის პერეს კომპანია Girona Football Group-მა, ხოლო დანარჩენი გუნდის გულშემატკივრებმა.


"გარდიანის" ცნობით, "ჟირონა" Football Group City-ის მორიგი წევრი გახდა, რომლის შემადგენლობაში შედიან თავად "მანჩესტერ სიტი", ავსტრალიის "მელბურნ სიტი", აშშ-ს "ნიუ იორკ სიტი", იაპონიის "იოკაჰამა მარინოსი" და ურუგვაის "ატლეტიკო". პრეზიდენტი კი ნავთობმაგნატი ჰალდუნ ელ მუბარაქი გახლავთ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული