"ბარსელონამ" სატრანსფერო ბაზარზე მარცხი განიცადა

AutoSharing Option
ნეიმარის პსჟ-ში გადასვლის შემდეგ "ბარსელონას" შემადგენლობის გაძლიერება მართებდა, თუმცა მხოლოდ უსმანა დემბელესა (დორტმუნდი) და პაულინიოს (გუანჯოუ ევერგრანდი) შეძენა შეძლო. ვერ მოახერხეს ანხელ დი მარიას (პსჟ), ლორენცო ინსინიეს (ნაპოლი), ფილიპე კოუტინიოს (ლივერპული) და ტომა ლემერის (მონაკო) ტრანსფერების გაჩარხვა.

კლუბის აღმასრულებელი დირექტორი ალბერტ სოლერი (სურათზე) თავს ასე იმართლებს:

"რამოდენიმე წლის წინ ფეხბურთელში 100 მილიონის გადახდა სისულელედ მიიჩნეოდა, პოლ პოგბას ტრანსფერის შემდეგ კი ყველაფერი შეიცვალა. ჩვენ გადავწყვიტეთ, საფრთხეში არ ჩაგვეგდო კლუბის ფინანსური მდგომარეობა და კონტროლიდან გამოსულ ბაზარზე შესვლას არ ვაპირებთ.

დემბელე? ლოგიკიდან გამომდინარე,
იძულებული შევიქენით 105 მილიონ ევროდ გვეყიდა. მას დიდი მომავალი აქვს, თანაც მაღალ დონეზე საასპარეზოდ უკვე მზადაა".

"ბარსას" ყოფილი ნახევარმცველი ხავი კლუბის ხელმძღვანელობას შენაძენებს უწუნებს, რადგან მისი აზრით, ისინი ასულგრანას სათამაშო სტილისანი არ არიან, თანდათან ირღვევა გუნდის საფირმო სისტემა, რომელმაც ამდენი წარმატება მოუტანა და უკეთესი ფეხბურთელები უნდა ეყიდათ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული