ტრავმირებული კარიმ ბენზემა 4-6 კვირა იუქმებს

AutoSharing Option
პრიმერას მე-4 ტურში "ლევანტესთან" 1:1-ზე დასრულებული მატჩის 29-ე წუთზე მადრიდის "რეალის" ფორვარდმა კარიმ ბენზემამ მუხლქვეშა მყესის ტრავმა მიიღო, შეცვალეს და ალბათ, თვე-თვენახევარი მოუწევს უქმობა.

ბენზემა სავარაუდოდ პრიმერას 4 შეხვედრაში ვერ დაეხმარება ბლონკოსს (სოსიედადთან, ბეტისთან, ესპანიოლთან და ალავესთან) და ვერც ჩემპიონთა ლიგის 2 თამაშში (აპოელთან და დორტმუნდის "ბორუსიასთან).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული