"ბარსელონას" პრეზიდენტ ბარტომეუს სერიოზულად უტევენ

AutoSharing Option
როგორც გაუწყეთ, "ბარსელონას" პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა აგუსტი ბენედიტომ პრეზიდენტის ჟოზეპ ბარტომეუს გადაყენების კამპანია დაიწყო და უნდობლობის ვოტუმის გამოცხადებისათვის "ბარსას" წევრი 110 648 გულშემატკივრისგან 16 570 ხელმოწერის შეგროვება ჭირდება.

მიუხედავად იმისა, რომ შაბათს ასულგრანამ "ესპანიოლი" პრიმერას მე-3 ტურში გაანადგურა (5:0) და ჩემპიონატის სტარტზე სამივე მატჩი მოიგო, ფანები თამაშის ბოლოს სკანდირებდნენ "ბართომეუ, გადადექი", მატჩამდე და ნამატჩევს კი "კამპ ნოუს" მახლობლად უნდობლობის ვოტუმზე ხელისმომწერთა გრძელი რიგი იდგა.

ხელი მოაწერა ბლაუგრანას ექს-პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამაც, რომელმაც 2015 წელს რიგგარეშე არჩევნები წააგო. მან ტვიტერზე დაწერა:"ჩემი ნომერია
15 142, ახლახანს მოვაწერე ხელი დოკუმენტს, კლუბი მის წევრებს ეკუთვნის".

ბარტომეუს გადაყენების მსურველებმა საჭირო რაოდენობის ხელმოწერების შეგროვება 19 სექტემბრამდე უნდა მოახერხონ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული