"ალავესის" მწვრთნელად ჯანი დე ბიაზი დანიშნეს

AutoSharing Option
პრიმერას სტარტზე ხუთიდან ხუთივე მატჩის წაგების გამო გადაყენებული ლუის სუბელდიას ნაცვლად "ალავესის" მწვრთნელად 61 წლის იტალიელი ჯანი დე ბიაზი დანიშნეს, რომელსაც 1+1 სისტემის კონტრაქტი გაუფორმეს.

დე ბიაზი "მოდენას", "ბრეშიას", "უდინეზეს", "ლევანტეს" და "ტორინოს" ედგა სათავეში, 2011-17 წლებში კი ალბანეთის ნაკრებს წვრთნიდა და ეს გუნდი ისტორიაში პირველად გაიყვანა ევროპირველობაზე.

შეგახსენებთ, "ალავესის" თავკაცობა აიტორ კარანკას შესთავაზეს, მაგრამ მან მამის გარდაცვალება მოიმიზეზა და უარი განუცხადა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული