რიკელმეს აზრით, პაულიონიო თამაშით ლამპარდს გავს

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონას" პრეზიდენტს ჟოზეპ ბარტომეუს არ მოუწონეს ნახევარმცველ პაულინიოს შეძენა, ბრაზილიელმა ახალ გუნდში თავი კარგად წარმოაჩინა, ჩატარებულ 5 არასრულ მატჩში 2 გოლი და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა და მისდამი გულშემატკივრებისა და სპეციალისტების დამოკიდებულება უმალ შეიცვალა.

"ბარსას" ყოფილმა არგენტინელმა ჰავბეკმა ხუან რამონ რიკელმემ განაცხადა, რომ პაულინიო ლამაზად არ თამაშობს, თუმცა რაც მთავარია,გოლები გააქვს და "ჩელსის" ყოფილ ფეხბურთელს ფრენკ ლამპარდს გავს, ოღონდ მისგან განსხვავებით შავკანიანია.

სხვათა შორის, როდესაც ლონდონის "ტოტენჰემს" ანდრე ვილაშ ბოაში წვრთნიდა და პაულინიო მის გუნდში ასპარეზობდა, ისიც
დაახლოებით იგივეს ამბობდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული