ახლაც დაუსტვენენ ბეილს?

AutoSharing Option
"რეალის" უელსელმა გარემარბმა გარეთ ბეილმა გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა "დორტმუნდთან" საგარეო შეხვედრაში. დამტკიცდა, რომ ის გუნდისთვის კვლავაც სასარგებლო ფიგურაა და დროა, "რეალის" ფანებმა მას აღარ დაუსტვინონ.

უელსელს ძალიან ხშირად აკრიტიკებდა ესპანური მედიაც. არადა, ბეილი დორტმუნდში ზინედინ ზიდანის ტაქტიკის მთავარია იარაღი იყო, ეს ტაქტიკა კი ელვისებურ კონტრშეტევებს ეფუძნებოდა. ერთ რამედ ღირდა ბეილის მიერ გატანილი გოლისა და საგოლე პასის ხილვა. მით უმეტეს, ის ვერ გატეხა გამოუყენებელმა მომენტმა.

"რეალის" გულშემატკივრებმა უელსელს "ვალენსიასა" და "ლევანტესთან" ფრედ დასრულებული მატჩებისას უსტვინეს. სამართლიანობა მოითხოვს, აღინიშნოს, რომ
ბეილის გარდა, გაბრაზებულ გულშემატკივართა "მსხვერპლი" კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი გახდა.

"ფეხბურთში ყოველთვის ვერ მოიგებ და ეს ჩვეულებრივი ამბავია. ერთადერთი, რაც შემიძლია გავაკეთო, ის არის, რომ თავი დაბლა დავწიო და ბევრი ვიმუშაო. ფეხბურთელის კარიერაში დაცემა და აღმასვლა ჩვეულებრივი ამბავია", - ამბობს ბეილი.

...უელსელის მიმართ სტვენა განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც "რეალმა" შინ სენსაციურად წააგო "ბეტისთან". ამას ბეილმა დორტმუნდში გატანილი გოლითა და საგოლე გადაცემით უპასუხა. ალბათ, მართლაც დროა, ბეილს აღარ უსტვინონ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული