"რეალი" ასენსიოს შეუთანხმდა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალმა" ახალი კონტრაქტი გაუფორმა მარკო ასენსიოს. ხელშეკრულება ძალაშია 2023 წლის 30 ივნისამდე.

ამ მოვლენასთან დაკავშირებით ხვალ 21 წლის ვარსკვლავი "სანტიაგო ბერნაბეუზე" პრესკონფერენციას გამართავს. კლუბსა და ფეხბურთელს შორის წინა კონტრაქტი 2020 წლამდე მოქმედებდა. ახალი ხელშეკრულების თანახმად, ასენსიოს გამოსყიდვის მსურველ კლუბს 500 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. ამ სეზონში ასენსიომ ათჯერ ჩაიცვა "რეალის" მაისურა, გაიტანა 4 გოლი და ერთიც საგოლე გადაცემა მიითვალა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული