"ბარსელონამ" შეიძლება ინგლისის პრემიერლიგაში ითამაშოს

AutoSharing Option
თუ კვირას გასამართ რეფერენდუმზე მოსახლეობამ ესპანეთიდან გამოყოფას დაუჭირა მხარი, მაშინ არაა გამორიცხული, ჩვენმა გუნდებმა ინგლისის ჩემპიონატზე იასპარეზონო, განუცხადა "მირორს" კატალონიის სპორტის მინისტრმა ჟერარ ფიგუერასმა.

"თუ დამოუკიდებლები გავხდით, მაშინ ჩვენს გუნდებს "ბარსელონას", "ჟორონას" და "ესპანიოლს" შეუძლიათ აირჩიონ, რომელი ქვეყნის პირველობაზე სურთ თამაში. ეს შეიძლება იყოს საფრანგეთი, იტალია ან ინგლისი. ესპანეთში არაესპანური გუნდებიც თამაშობენ. მაგალითად, ანდორას ფეხბურთელთა და კალათბურთელთა გუნდები.

"მონაკო" საფრანგეთში ასპარეზობს, უელსური გუნდები კი ინგლისის პირველობებზე. არა მგონია, უეფა ამის წინააღმდეგი წავიდეს".

კატალონია ავტონომიური გაერთიანება გახლავთ, ესპანეთის კონსტიტუციით კი რომელიმე
რეგიონს მხოლოდ საერთო ესპანური რეფერენდუმის შედეგებით აქვს ქვეყნის შემადგენლობიდან გასვლის უფლება. ასე რომ, კატალონიელებს ძალიან გაუჭირდებათ დამოუკიდებლობის მოპოვება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
აფხაზებთან, ოსებთან, ყარაბახთან და ა.შ ერთად მოგიწევთ თამაში ისე ვატყობ მე.დდდდდდდდ
საბონის
11:55 30-09-2017
0
გამორიცხულია უეფამ ნება დართოს. ცუდია. ბარსას ეპოქა დასრულდება ისე, როგორც დასრულდა დინამოს ეპოქა...
kosta
17:52 30-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული