ერნესტო ვალვერდე გუნდში ფეხბურთელების სიმრავლით უკმაყოფილოა

AutoSharing Option
ინტერნეტგამოცემა Sport.es-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" ზამთარში რამდენიმე ფეხბურთელთან გამოთხოვებას აპირებს. ამგვარი გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელობამ მას შემდეგ მიიღო, რაც მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ფეხბურთელების დიდი რაოდენობის გამო დაიჩივლა.

კერძოდ, ვალვერდე უკმაყოფილოა ნახევარმცველთა დიდი არჩევანით. ამიტომაც გუნდს დატოვებს არდა თურანი. წასვლის კიდევ ერთი კანდიდატია ტომას ვერმალენი. მწვრთნელს მიაჩნია, რომ მოთამაშეთა ზედმეტი რაოდენობა ხელს უშლის სწორ სამწვრთნელო პროცესს და გუნდში ახალგაზრდა მოთამაშეების მოზიდვას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული