"იმ შემთხვევაში, თუ კატალონია დამოუკიდებლობას მოიპოვებს, კლუბი თავად გადაწყვეტს, რომელ ლიგაში იასპარეზოს", - აქვეყნებს ბარტომეუს ციტატას Мarca.
მანამდე კატალონიის სპორტის მინისტრმა ხერარდ ფიგერასმა განაცხადა, რომ ადგილობრივ კლუბებს შესაძლებლობა ექნებათ, ინგლისის, იტალიისა ან საფრანგეთის ჩემპიონატებში იასპარეზონ, თუკი რეფერენდუმის შედეგად რეგიონი დამოუკიდებლობას მოიპოვებს.