ჟერარდ პიკე და შაკირა არ გაყრილან

AutoSharing Option
საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა, რომ "ბარსელონას" მცველს ჟერარდ პიკეს თავისზე 10 წლით უფროსი მეუღლე, კოლუმბიელი მომღერალი შაკირა გაცილდა და ლეო მესის ქორწილშიც არ ყოფილან ერთად.

კერძოდ, Cotileo-ს მტკიცებით, შაკირას თურმე, ესპანეთში, მათ შორის მადრიდში  კონცერტები აქვს დაგეგმილი და არ აწყობს პიკეს მიერ კატალონიის დამოუკიდებლობის მხარდაჭერა, რაც მის კარიერას ვნებს, თუმცა შვილების, 4 წლის მილანის და 2 წლის საშას გამო ერთმანეთთან ნორმალური ურთიერთობა შეინარჩუნეს.

თუმცა, შაკირას სარეკლამო აგენტმა Hola-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ გაზეთმა Cotileo-მ ჭორი გაავრცელა და მათი განშორება სიმართლე
არაა.

სანამ მადრიდში "ატლეტიკოსთან" სათამაშოდ გაემგზავრებოდა, პიკემ თავისი შავი "აუდით" თანამეცხედრე რეპეტიციაზე მიიყვანა და ყველას დაანახა, რომ კვლავ ერთად არიან და გაყრას არ აპირებენ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
რას ნიშნავს ეს სიტყვა?
ზურიკო
13:49 23-10-2017
0
მე კი ამდენი მანერვიულეს და. ცოტა ადრე ვერ გაგვაგებინეთ ეს სასიხარულო ამბავი?
მარო
10:10 15-10-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული