"მესი ჯუჯაა ჰორმონებზე და კანალიზაციის ვირთხა, პიკე კი, მეძავის შვილი" - "ბარსას" ყოფილი იურისტის წერილი

AutoSharing Option
El Periodico ეჭვობს, რომ "ბარსელონას" ყოფილი ხელმძღვანელები - პრეზიდენტი ჟოზეპ ბარტომეუ, აღმასრულებელი დირექტორი ოსკარ გრაუ და იურიდიული განყოფილების დირექტორი რომან გომეს პონტი, პრესაში ფეხბურთელების კონტრაქტების მონაცემების გაჟონვაში მონაწილეობდნენ.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა წერილი, რომელიც პონტიმ 2020 წლის მარტში ბარტომეუს გაუგზავნა და გუნდის სახელფასო განაკვეთის შესამცირებლად რადიკალური ზომების მიღებისაკენ მოუწოდა. მან ბარტომეუ მესისადმი ფავორიტიზმის გამო გააკრიტიკა:

"ბარტო, არ შეიძლება ასე კარგად მოექცე ამ კანალიზაციის ვირთხას! კლუბმა მას ყველაფერი მისცა, მან კი ტრანსფერების დიქტატურა დაამყარა, კონტრაქტების და სპონსორების...

მან თავი შანტაჟსა და უხეშობას
მიუძღვნა, რითაც კლუბი და მისი თანამშრომლები დაზარალდნენ. ეს ყველაფერი ჰორმონებზე მყოფი ჯუჯას გამო, რომელიც თავისი ცხოვრებით "ბარსას" წინაშეა ვალდებული".

"ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგაზე "ბაიერნთან" განადგურების (2:8) შემდეგ მედიაში დაიბეჭდა პონტის ჟერარდ პიკეზე ნათქვამი, რომელმაც განაცხადა, რომ "ბარსელონა" ყველა დონეზე გარდაქმნებს საჭიროებდა: "ასეთი რამ რომ თქვა, მეძავის უპრინციპო შვილი უნდა იყო".

მკითხველის კომენტარები / 13 /
აბა გიჟვრაცუებო,ჭამეთ ჯიჯგნეთ ერთმანეთი,სისულელეების გამო.გაახარეთ გაახარეთ არუთინა,ალია და ვანია.....
გრიშა
10:38 14-01-2023
3
რაც უფრო მეტს გააბრაზებთ ლეოს, უფრო და უფრო მაგრად თამაშობს, ისე, რომ თავში ჭკუა, რომ ქონდეთ ანტი მესისტებს, მაგათ ადგილზე მოვკეტავდი და არ გავაღიზიანებდი ლეოს , მაგრამ საქმეც მაგაშია, რომ არა აქვთ ჭკუა!
ზურა
14:44 13-01-2023
4

სიახლეები პოპულარული