რაფაელ ვარანი: ზიდანი ფეხბურთელებს მხოლოდ მაშინ უყვირის, როცა ეს საჭიროა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მცველმა რაფაელ ვარანმა გუნდის მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის შესახებ ისაუბრა.

ფრანგმა ფეხბურთელმა აღიარა, რომ ზოგჯერ ზიდანი ფეხბურთელებს უყვირის.

"როცა ზიდანი საუბრობს, ყველა უსმენს მას, ყველა ფეხბურთელს სურს მისგან ისწავლოს, რადგან მან ბევრი მოიგო ფეხბურთელობის დროს, ხოლო ახლა მწვრთნელის რანგში იგებს... ეს შემთხვევითობა არ არის.

ის ფეხბურთელებს მხოლოდ მაშინ უყვირის, როცა ეს საჭიროა, მაგრამ ეს მისი საუკეთესო მხარე არ არის.

პირველ რიგში, ის სიმშვიდესა და ძალას გადმოგვცემს", - აღნიშნა ვარანმა GQ-სთან საუბარში.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული