ლა ლიგა. X ტური. "ბარსელონამ" პრიმერაზე ათიდან ცხრა მატჩი მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
ბრწყინვალედ დაიწყო ეს სეზონი ლა ლიგაზე "ბარსელონამ", რომელმაც 10-დან 9 მატჩი მოიგო და 1 ფრედ დაასრულა. წუხელ "ბარსამ" ლეო მესისა და პაულინიოს გოლებით ბასკეთში "ბილბაო" დაამარცხა (2:0). ჟორდი ალბა 5 საგოლე გადაცემით ლიდერია ევროპის ხუთ საუკეთესო ჩემპიონატში მცველებს შორის. აღსანიშნავია, რომ 4 პასი მან მესის გაუკეთა.

ნამატჩევს ასულგრანას მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ბრძანა, რომ რთული შეხვედრა იყო, პირველ ტაიმში გოლის გატანა მოახერხეს, ნაანტრაქტევს მასპინძლებმა მაგრად შეუტიეს, ხშირად კარგავდნენ ბურთს, რაც მეტოქის დამსახურებაა, რომელმაც ბლაუგრანას თავის სტილში ასპარეზობის უფლება არ მისცა, "ატლეტიკი"
მუდამ გამოირჩეოდა ბრძოლისუნარიანობით და ამდენად, ამ გამარჯვებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

ასულგრანას უახლოესმა მდევარმა "ვალენსიამ" სტუმრად დაამარცხა "ალავესი", ხოლო "ატლეტიკო" მადრიდში ფრეს დასჯერდა "ვილიარეალთან".

ალავესი - ვალენსია 1:2
(იხილეთ ვიდეო)
გოლები: 0:1 ზაზა (34), 1:1 ალექსისი (49), 1:2 როდრიგო (66 პენ)

ატლეტიკო - ვილიარეალი 1:1
(იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 კორეა (61), 1:1 ბაკა (81)

ბილბაო - ბარსელონა (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 0:1 მესი (36), 0:2 პაულიონიო (90+2)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული