![](https://sportall.ge/pictures/image31/31ab7bad07878f37b90804145c30aac2.jpg)
9. ფეხბურთელი, რომელსაც ყველაზე მეტი "ოქროს ბურთი" აქვს - ლიონელ მესის 5 "ოქროს ბურთი" აქვს, კრიშტიანო რონალდოს კი - 4. დეკემბერში ახალი მფლობელი გამოვლინდება და ეს, დიდი ალბათობით, პორტუგალიელი იქნება. შეძლებს მესი, კვლავ იყოს პირველი?
8. ფეხბურთელი, რომელსაც ყველაზე მეტი "ოქროს ბუცი" აქვს - მესისაც და რონალდოსაც 4-4 "ოქროს ბუცი" აქვთ მოპოვებული, ორივე ფეხბურთელს შანსი აქვს, ეს რეკორდი დაამხოს და
7. ფეხბურთელი, რომელსაც ყველაზე მეტი გამარჯვება აქვს ესპანეთში - არგენტინელს კიდევ 36 გამარჯვება უნდა კლუბთან ერთად, რომ დაამხოს იკერ კასილასის რეკორდი, რომელსაც 334 მატჩი აქვს მოგებული.
6. ფეხბურთელი, რომელმაც ყველაზე მეტი შეხვედრა ჩაატარა "ბარსელონას" მაისურით - ეს რეკორდი ხავის აქვს - 767 მატჩი, მესის კი ჯერ მხოლოდ 600 მატჩი აქვს ჩატარებული. ამ რეკორდის დამხობა რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი.
5. ფეხბურთელი, რომელსაც ყველაზე მეტი გოლი აქვს ერთი კლუბის მაისურით გატანილი - ამჟამად პელე ლიდერობს, რომელსაც 643 გოლი აქვს "სანტოსის" მაისურით გატანილი. არგენტინელს კი ამ რეკორდთან 120 გოლი აშორებს, მის ანგარიშზე 523 გოლია.
4. ფეხბურთელი, რომელსაც ყველაზე მეტი ევროთასების ტიტული აქვს - ამ რეკორდს თანაბრად ინაწილებენ პაულო მალდინი და დანი ალვეში. მესის სულ რაღაც სამი ტიტული სჭირდება, რათა ამ ფეხბურთელებს გადაუსწროს.
3. ფეხბურთელი, ვისაც ყველაზე მეტი ევროთასი აქვს - ფრანცისკო ხენტო არის ლიდერი 6-ჯერ მოპოვებული ტიტულით. ლიონელ მესის კი ჯერ მხოლოდ 4 ევროპული თასი აქვს.
2. საუკეთესო გოლეადორი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში - მესი ჩამორჩა კრიშტიანო რონალდოსთან ორთაბრძოლას, მის სახელზე მხოლოდ 97 გოლია, ხოლო პორტუგალიელი 110 გოლით ლიდერობს.
1. ფეხბურთელი, რომელსაც ყველაზე მეტი თასი აქვთ მოპოვებული საფეხბურთო ისტორიაში - ლიონელ მესის 30 თასი აქვს მოპოვებული, ხოლო ამ რეკორდის მფლობელი რაიან გიგზია 37 თასით.
spoils