გრიზმანი: საფრანგეთის ნაკრებში ბენზემასგან ბევრი რამ ვისწავლე

AutoSharing Option
"ატლეტიკოს" შემტევმა ანტუან გრიზმანმა "რეალის" ფორვარდზე, კარიმ ბენზემაზე ისაუბრა. ეს მოთამაშეები ერთმანეთს ესპანეთის პრიმერადივიზიონის მე-12 ტურში დაუპირისპირდებიან.

"ბენზემა ძალიან ძლიერი თავდამსხმელია და ჩემი მეგობარია. საფრანგეთის ნაკრებში მე მისგან ბევრი რამ ვისწავლე. სეზონის დასაწყისში ტრავმის გამო მან წარუმატებლად დაიწყო ასპარეზობა და მჯერა, რომ სასურველ ფორმას დაიბრუნებს და ყველაფერი ისე იქნება, როგორც იყო", - ციტირებს ფრანგის სიტყვებს "მარკა".

მადრიდული დერბი 18 ნოემბერს, "ვანდა მეტროპოლიტანოზე" გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული