"ბენზემა ძალიან ძლიერი თავდამსხმელია და ჩემი მეგობარია. საფრანგეთის ნაკრებში მე მისგან ბევრი რამ ვისწავლე. სეზონის დასაწყისში ტრავმის გამო მან წარუმატებლად დაიწყო ასპარეზობა და მჯერა, რომ სასურველ ფორმას დაიბრუნებს და ყველაფერი ისე იქნება, როგორც იყო", - ციტირებს ფრანგის სიტყვებს "მარკა".
მადრიდული დერბი 18 ნოემბერს, "ვანდა მეტროპოლიტანოზე" გაიმართება.