ლა ლიგას მე-13 ტურში "რეალმა" "სანტიაგო ბერნაბეუზე" დაამარცხა ერთ-ერთი აუტსაიდერი "მალაგა" 3:2. გამარჯვების გოლი 76-ე წუთზე რონალდომ გაიტანა. ბლანკოსის მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა ბრძანა, რომ მეტოქეები მათთან თამაშისას თავს იკლავენ, კმაყოფილია მოპოვებული 3 ქულით და სიტუაციის გამოსწორებაში დარწმუნებულია.
"ატლეტიკომ" მადრიდში გაანადგურა "ლევანტე" 5:0. დუბლები კევინ გამეირომ და ანტუან გრიზმანმა მიითვალეს. ამ უკანასკნელს პრიმერაზე ბოლო გოლი 23 სექტემბერს "სევილიასთან" ქონდა გატანილი.
საინტერესო მატჩი შედგა სევილიაში, სადაც "ჟირონა" 90+4 წუთზე პორტუს გოლით დაწინაურდა, მაგრამ შეცვლაზე შესულმა "ბეტისის" თავდამსხმელმა კრისტიან ტელომ 1 წუთის შემდეგ საპასუხო გოლი გაიტანა და 2:2.
დღეს "მესტალიაზე" ტურის და ალბათ, უქმეების ცენტრალური შეხვედრაა - ჩინებულ ფორმაში მყოფი "ვალენსია" ჩემპიონატის ლიდერს "ბარსელონას" მასპინძლობს.
01:58 26-11-2017
ლა ლიგა: "რეალმა" "მალაგას" მოუგო და ზიდანი ვითარების გამოსწორებაში დარწმუნებულია [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული