ანხელ კორეა: ფეხბურთი ტრაგედიის გადატანაში დამეხმარა

AutoSharing Option
მადრიდის "ატლეტიკოს" 22 წლის არგენტინელმა თავდამსხმელმა ანხელ კორეამ თავის მძიმე ბავშვობაზე "მარკასთვის" მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა:

"ფეხბურთი ჩემთვის ყოველთვის ბედნიერების კუნძული იყო. 10 წლის როდესაც ვიყავი, მამა გარდამეცვალა და ერთადერთი ფეხბურთი მახარებდა. შემდეგ ორი ძმა გარდამეცვალა და ამის გადატანაშიც ფეხბურთი დამეხმარა. მოედანზე გასვლისას ყველაფერ ამას ვივიწყებ.

როდესაც აგენტმა პირველად ფული გადამიხადა, მთლიანად დედას მივეცი, რათა საკმარისი საჭმელი ეყიდა. მთელი ცხოვრება ფულის ოჯახისა და ნათესავებისთვის განაწილებაზე ვოცნებობდი".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული