ლა ლიგას მე-15 ტურში "სევილიასთან" მატჩის დაწყებამდე მადრიდის "რეალის" თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ თავისი ხუთივე "ოქროს ბურთი" აჩვენა "სანტიაგო ბერნაბეუზე" შეკრებილ პუბლიკას, შემდეგ კი "სევილიას" დუბლი შეუსრულა. მან წელს 50 გოლი გაიტანა და უკვე მიჯრით მეშვიდე სეზონია 50 და მეტი გოლი გააქვს, რაც რეკორდია. სხვათა შორის, მან მე-500 საკლუბო გამარჯვებაც მოიპოვა.
ბლანკოსმა გაანადგურა ანდალუსიური გუნდი 5:0 და "ბარსელონას", რომელიც დღეს სტუმრად "ვილიარეალს" ხვდება, 5 ქულით ჩამორჩება.
სტატისტიკოსებმა იუწყეს, რომ რონალდო და კარიმ ბენზემა ამ სეზონში პრიმერაზე ძელს უფრო ხშირად ახვედრებენ ბურთს, ვიდრე გოლი გააქვთ: რონალდომ 4 გოლი გაიტანა და 5-ჯერ გაარტყა ბურთი ძელს, ბენზემამ კი 2 გოლი გაიტანა და 3-ჯერ მოარტყა ბურთი ძელს.
წინა ტურში მოულოდნელად "ხეტაფესთან" დამარცხებულმა "ვალენსიამ" "მესტალიაზე" ძლივს მოუგო "სელტას" 2:1. "ღამურების" იტალიელმა ფორვარდმა სიმონე ზაზამ ლა ლიგას მიმდინარე გათამაშებაზე მე-10 გოლი გაიტანა.
04:19 10-12-2017
კრიშტიანო რონალდოს ზეიმი "სანტიაგო ბერნაბეუზე" [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული