"ბარსელონამ" გაიმარჯვა, ლეო მესიმ მორიგი რეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
ლა ლიგას მე-15 ტურში კარგა ხანს გაუძალიანდა "ვილიარეალი" სახლში "ბარსელონას", მაგრამ მე-60 წუთზე მსაჯმა თავდამსხმელი დანიელ რაბა გაუძევა და გატყდა. 72-ე წუთზე ანგარიში ლუის სუარესმა გახსნა, 83-ეზე ლეო მესიმ მეკარე სერხიო ასენხიო მეორედ დაამწუხრა, ასულგრანამ 2:0 გაიმარჯვა და მეორე ადგილზე მყოფ "ვალენსიას" კვლავ 5 ქულით უსწრებს.

"ბარსა" პრიმერაზე უკვე 21 მატჩია არ დამარცხებულა, აქედან 18 მოიგო და 3 ფრედ დაასრულა (უკანასკნელად გასული სეზონის 31-ე ტურში წააგო "მალაგასთან" 0:2).

მესიმ ყველა ტურნირზე ბლაუგრანაში 525 გოლი გაიტანა და ერთ გუნდში გატანილი გოლებით
დიდ გერმანელ ფორვარდს გერდ მიულერს გაუთანაბრდა. ესპანეთის მიმდინარე პირველობაზე ლიონელმა 15 შეხვედრაში 14-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ნამატჩევს კომენტარი "ბარსელონას" მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ გააკეთა:"მოგება გაგვიჭირდა, ამ გუნდს ეხერხება თავდაცვა და სწრაფი კონტრშეტევები. წარმოუდგენელია, რასაც მოედანზე მესი აკეთებს. მალე კიდევ უფრო მეტ რეკორდს დაამხობს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული