ზიდანი: ბეილმა და ვარანმა ივარჯიშეს, მაგრამ არ ვიცი ითამაშებენ თუ არა "ალ ჯაზირასთან"

AutoSharing Option
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე "ალ ჯაზირასთან" მატჩის წინ მადრიდის "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა As-ის ჟურნალისტს შემდეგი განუცხადა:

"კარგია, რომ გასულ ტურნირთან შედარებით ახლა საათობრივი სარტყელის გამო დროში დიდი სხვაობა არაა. კარგად ვივარჯიშეთ და კარგ ხასიათზე ვართ.

ბეილმა და ვარანმა გუშინ და დღეს ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე ივარჯიშეს და ვნახოთ, შეძლებენ თუ არა თამაშს. მიხარია, რომ ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელად მყავს.

შესანიშნავი ნახევარდაცვა გვყავს. კროოსი, მოდრიჩი და კოვაჩიჩი ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეები არიან.

რაც შეეხება მომავალ კლასიკოს, ამჟამად სხვა ტურნირზე ვმონაწილეობთ და მისი მოგება
გვინდა. ეს ადვილი არ იქნება".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული