ფერნანდო ტორესი: მადრიდის ''ატლეტიკოში'' დარჩენა მსურს

AutoSharing Option
მადრიდის ''ატლეტიკოს'' ფორვარდ ფერნანდო ტორესს კლუბში დარჩენა სურს. ''ელ ნინიოს'' ''როხიბლანკოსთან'' კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე აკავშირებს და გავრცელებული ცნობით, იგი მადრიდს იანვარშივე დატოვებს.

ტორესმა ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

''იმედი მაქვს, რომ ''ატლეტიკოში'' ეს ჩემი ბოლო სეზონი არ იქნება. მე კლუბთან კონტრაქტი ჯერ კიდევ მაკავშირებს და იმედი მაქვს, რომ ის კიდევ გაგრძელდება.

მე ბევრს ვმუშაობ და ვცდილობ, რომ რაც შეიძლება მეტი გოლი გავიტანო.

იმედი მაქვს, უფრო მეტი სათამაშო დრო მომეცემა შესაძლებლობების დასამტკიცებლად'', - აღნიშნა ტორესმა.

მომზადებულია football-espana-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული