პრიმერას მე-16 ტურში "ატლეტიკო" "ესტადიო მეტროპოლიტანოზე" ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდა ერთ-ერთ აუტსაიდერ "ალავესთან", მაგრამ დრო გადიოდა, გოლის გატანას კი ვერ ახერხებდა და გუნდს ვეტერანმა ფორვარდმა ფერნანდო ტორესმა უშველა, რომელმაც 69-ე წუთზე საული შეცვალა და 74-ეზე დალაშქრა ფერნანდო პაჩეკოს კარი (1:0).
ჩემპიონობისათვის მებრძოლი "ვალენსია" ბოლო სამი მატჩიდან ორში დამარცხდა და ეტყობა, ოქროს მედლებისთვის ბრძოლას გამოეთიშა. "ღამურებმა" სტუმრად "ეიბართან" წააგეს 1:2. აღსანიშნავია, რომ "ეიბარმა" უკანასკნელ 5 ტურში 13 ქულა მოიპოვა და ევროპა ლიგის ზონას მიუახლოვდა.
Video
16.12.17. ეიბარი - ვალენსია 2:1
06:05 17-12-2017
ლა ლიგა. XVI ტური: "ვალენსია" ტემპს ვერ უძლებს [VIDEO]
AutoSharing Option
"სევილიამ" საკუთარ მოედანზე ვერ მოახერხა "ლევანტეს" დამარცხება (0:0).
დღეს "ბარსელონა" ლა კორუნიას "დეპორტივოს" მასპინლობს, "ლეგანესი"-"რეალი" კი ბლანკოსის მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეობის გამო გადაიდო.
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული