"ბარსელონამ" "დეპორტივო" გაანადგურა და კლასიკოში "რეალს" საჩემპიონო კორიდორს არ მოუწყობს

AutoSharing Option
ლა ლიგას მე-16 ტურში "ბარსელონამ" 4:0 დაამარცხა "დეპორტივო" და როგორც კლუბის დირექტორმა გილერმო ამორმა განაცხადა, 23 დეკემბერს კლასიკოს დაწყების წინ მადრიდის "რეალს" საჩემპიონო კორიდორს არ მოუწყობენ.

"დეპორტივოს" 2-2 გოლი ლუის სუარესმა და პაულინიომ გაუტანეს. წესით, სუარესი ჰეთ-ტრიკის ავტორიც უნდა გამხდარიყო, მაგრამ მსაჯმა ნაღდი გოლი არ ჩაუთვალა, არადა ბურთმა კარის ხაზი გადაკვეთა.

ლეო მესიმ, რომელმაც თამაშის დაწყებამდე გულშემატკივრებს თავისი მეოთხე "ოქროს ბუცი" უჩვენა, პენალტი ვერ გაიტანა და ეს წელს მის მიერ გაცუდებული მესამე თერთმეტმეტრიანია. უკანასკნელად კატალონიური გუნდის ფეხბურთელმა წელიწადში სამი პენალტი
2005 წელს ვერ გამოიყენა - სამუელ ეტო'ომ.

მესიმ ასულგრანაში მე-200 საგოლე გადაცემა გააკეთა (607 მატჩში), მან ლა კორუნიელებთან მატჩში სამჯერ გაარტყა ბურთი ძელს, სულ კი ამ სეზონში 14-ჯერ.

ბლაუგრანას ფორვარდმა პაკო ალკასერმა 23-ე წუთზე მარცხენა ფეხის კუნთის ტრავმა მიიღო, შეცვალეს, სამი კვირა მოუწევს ბიულეტენზე ყოფნა და ბლანკოსთან ვერ ითამაშებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული