"მადრიდის "რეალში" გადასვლა ჩემი დიდი ოცნება იყო. რა თქმა უნდა, კარიერის ბოლომდე აქ დარჩენა მინდა. თუმცა, რა აზრი აქვს ამაზე წინასწარ ლაპარაკს?
ამჟამად მხოლოდ "რეალის" შემადგენლობაში ახალ გამარჯვებებზე ვოცნებობ. მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებამ ახალი გამარჯვებების სურვილი არ გაგვინელა. კარგ ფორმაში ვართ და მჯერა, 23 დეკემბერს შევძლებთ "ბარსელონას" დამარცხებას და ჩამორჩენის შემცირებას".