სეზონის დაწყების წინ ნეიმარის წასვლის შემდეგ, "ბარსელონა" მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა, გუნდმა ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი დაკარგა, თამაშის სტრატეგიის გადაწყობა იყო საჭირო, რასაც როგორც წესი დრო სჭირდება. თუმცა, მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ ეს მალევე და უმტკივნეულოდ მოახერხა. სწორედ ამას გაუსვა ხაზი ბლანკოსის ყოფილმა თავდამსხმელმა ფერნანდო მორიენტესმა:
"ის, რომ ნეიმარის პსჟ-ში გადასვლა "ბარსას" არ დასტყობია, ვალვერდეს დამსახურებაა. ჩვენ ყველას გვეგონა დასუსტდებოდნენ. ამიტომაა ვალვერდე ასულგრანასთვის ასეთი მნიშვნელოვანი. სხვადასხვა ტაქტიკა სცადა და მიაგნო კიდეც. აქედან გამომდინარე, ისინი ლიდერები რომ არიან, მას უნდა უმადლოდენ".