კლასიკოში მარცხით შეშფოთებული "რეალი" იანვარში ტრანსფერებზე 200 მილიონის დახარჯვას გეგმავს

AutoSharing Option
კლასიკოში განცდილი მარცხის და საერთოდ, ესპანეთის პირველობაზე წარუმატებლად ასპარეზობის გამო, "სამეფო კლუბის" ხელმძღვანელობა გუნდის გაძლიერებას აპირებს და ნაახალწლევს ტრანსფერებზე 200 მილიონ ევროს დახარჯვას გეგმავს.

Diario Gol-ის მტკიცებით, ბლანკოსს უნდა მეკარე, ცენტრალური მცველი და მეგოლე ფორვარდი დაიმატოს და არაა გამორიცხული, რამოდენიმე ფეხბურთელს გამოეთხოვოს.

გამოცემა ირწმუნება, რომ "რეალს" ძალიან უნდა "ინტერის" თავდამსხმელის მაურო იკარდის შეძენა, თუმცა თავად იკარდის გუნდის გამოცვლა არ სურს. აგრეთვე განიხილება "ლივერპულის" შემტევი ნახევარმცველის მოჰამედ სალაჰის და "იუვენტუსის" თავდამსხმელის პაულო დიბალას ყიდვის ვარიანტები.

თურმე, ბლანკოსის" ლიდერი რონალდო ამ ტრანსფერების
წინააღმდეგია.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ცენტრალური მცველი თუ სჭირდებათ, კვერკველია აგერ არ არის? რაღას ელოდებიან?!
0
უჰ, გვეშველა ქართველებს! :)
ჰმ
23:54 24-12-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული