ანრი: იმის შემდეგ, რაც ზიდანმა "რეალისთვის" გააკეთა, სასაცილოა მის გადაყენებაზე ლაპარაკი

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ტიერი ანრი, რომელიც ამჟამად Sky Sports-ის საფეხბურთო მიმომხილველი და ბელგიის ნაკრების მწვრთნელის რობერტო მარტინესის ასისტენტია, თავის ყოფილ თანაგუნდელს, "რეალის" მწვრთნელს ზინედინ ზიდანს გამოექომაგა:

"მომწონს იმ პერიოდის გახსენება, როდესაც ზიზუ "რეალში" მივიდა. მან მოახერხა ის, რის გაკეთებასაც ბენიტესი ცდილობდა - კაზემირო აათამაშა. თავიდან მისი ხელმძღვანელობით გუნდი ისე ვერ ასპარეზობდა, როგორც გულშემატკივრებს სურდათ, მაგრამ მატჩებს იგებდა. ის მიხვდა, რომ ნახევარდაცვაში მეხუთე ფეხბურთელი ესაჭიროებოდა. მან გააგრძელა დასახული გეგმით მოქმედება და ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. უკანასკნელ ელ კლასიკოშიც ბლანკოსს 45
წუთი ურიგოდ არ უასპარეზია.

მწვრთნელმა გუნდს ტაქტიკური დავალება უნდა მისცეს, მაგრამ შესრულებით ფეხბურთელებმა უნდა შეასრულონ. ყოველთვის ვამბობდი, რომ სამწუხაროდ, მწვრთნელი იმდენად კარგია, რამდენადაც ფეხბურთელები ასრულებენ მის დავალებებს. არ მინდა ზინედინს გამართლება მოვუძებნო, მაგრამ მან კოლოსალური სამუშაო ჩაატარა. როდესაც ვერ იმარჯვებ, ხალხს შენში ყოველთვის ეჭვი შეაქვს. თუმცა, მუდამ გამარჯვება შეუძლებელია.

"რეალმა" ზიდანთან ერთად ბევრი სიამოვნება მიანიჭა ფეხბურთის მოყვარულებს. ამას ვამბობ მე, "ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი. ის პირველი მწვრთნელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ ორჯერ მოიგო. სულ რაღაც რამოდენიმე თვის წინ ესპანეთის სუპერთასზე "ბარსას" დამარცხებისას მისით ყველა აღფრთოვანებული იყო. თანაც, აღფრთოვანებულები იყვნენ არა თავად გამარჯვებით, არამედ იმით, თუ როგორ მიაღწიეს ამას.

იმის შემდეგ, რაც ზიდანმა "რეალისთვის" გააკეთა, სასაცილოა მის გადაყენებაზე ლაპარაკი. დიახ, როდესაც არაა შედეგი, ჩნდება კითხვები, მაგრამ მან ხომ უზარმაზარი სამუშაო ჩაატარა".
მკითხველის კომენტარები / 1 /
Absoliturad martali xar zizu
Kaxa qartveli.
03:31 25-12-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული