გამოკითხვაში, რომელშიც მონაწილეობას მონტენეგროს უმაღლესი დივზიონის მწვრთნელები და გუნდების კაპიტნები იღებდნენ, 26 წლის ფეხბურთელმა 88 ხმა მოაგროვა.
"ეს დიდებული ჯილდოა, რომლითაც ჩემმა ქვეყანამ კიდევ ერთხელ დამაჯილდოვა. ძალიან ბედნიერი ვარ", - აღნიშნა სავიჩმა.
სტეფან სავიჩი "ატლეტიკოს" ღირსებას 2015 წლიდან იცავს, იქამდე კი "ფიორენტინას" მაისურით ირჯებოდა.