ფილიპე კოუტინიომ "ბარსელონაში" სათამაშო ნომერი აირჩია

AutoSharing Option
ესპანური მედიის ინფორმაციით, ფილიპე კოუტინიომ "ბარსელონაში" საასპარეზოდ სათამაშო ნომერი უკვე აირჩია.

25 წლის ბრაზილიელი კატალონიელთა რიგებში 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

"ბარსელონას" ფეხბურთელის შეძენა, სავარაუდოდ, 130 მილიონი ევრო დაუჯდება.

აქვე აღვნიშნავთ, რომ 7-ნომრიანი მაისური "ბლაუგრანას" თურქ ლეგიონერ არდა თურანს ეკუთვნის.

თურანი იანვრის სატრანსფერო პერიოდში, სავარაუდოდ, "ევერტონს" შეუერთდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული