ზინედინ ზიდანი: შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ

AutoSharing Option
ესპანეთის თასის 1/8 ფინალში, სტუმრად "ნუმანსიასთან" მოგებული პირველი მატჩის (3:0) შემდეგ, კომენტარი მადრიდის "რეალის" მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა გააკეთა:

"შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან გასვლაზე ამ გუნდის დამარცხება ადვილი არაა. მეორე ტაიმში, როდესაც მეტოქე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, რამოდენიმე წუთი გაგვიჭირდა. მთავარია, სასურველი ანგარიშით გავიმარჯვეთ.

რაც შეეხება გეგმებს, 6 თვის განმავლობაში წარმატებულად უნდა ვიასპარეზოთ. სეზონის პირველი ნახევარი ურიგოდ არ ჩაგვიტარებია, თუმცა ჩემპიონატზე გარკვეული სირთულეები შეგვექმნა. სამივე ტურნირზე ვაგრძელებთ მონაწილეობას და ბოლომდე, ნაბიჯ-ნაბიჯ ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული