"შედეგით ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან გასვლაზე ამ გუნდის დამარცხება ადვილი არაა. მეორე ტაიმში, როდესაც მეტოქე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩა, რამოდენიმე წუთი გაგვიჭირდა. მთავარია, სასურველი ანგარიშით გავიმარჯვეთ.
რაც შეეხება გეგმებს, 6 თვის განმავლობაში წარმატებულად უნდა ვიასპარეზოთ. სეზონის პირველი ნახევარი ურიგოდ არ ჩაგვიტარებია, თუმცა ჩემპიონატზე გარკვეული სირთულეები შეგვექმნა. სამივე ტურნირზე ვაგრძელებთ მონაწილეობას და ბოლომდე, ნაბიჯ-ნაბიჯ ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის".