დიეგო კოშტამ "ხეტაფეს" გოლი გაუტანა და გააძევეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ატლეტიკოში" დაბრუნებულმა 29 წლის თავდამსხმელი დიეგო კოშტა 3 იანვარს ესპანეთის თასის მატჩში "ლეიდიასთან" შეცვლაზე 64-ე წუთზე შევიდა და 5 წუთში გოლი გაიტანა, დღეს კი ლა ლიგას მე-18 ტურში "ხეტაფესთან" შეხვედრაში მწვრთნელმა დიეგო სიმეონემ ძირითად შემადგენლობაში დააყენა, 62-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, 68 წუთზე გოლი გაიტანა, რომელიც გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნა, მსაჯმა ხოსე მუნუერა მონტერამ მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა.

ეროვნულ ჩემპიონატებზე დიეგო ბოლოს 2010 წელს გააძევეს მოედნიდან, თუმცა სხვა ტურნირებზე წითელი ბარათები მიუღია.

მატჩი როხიბლანკომ 2:0 მოიგო და 39 ქულით
სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული